Charji

საქართველოს ყველა დამტენი

ერთი აპი ყველა დამტენისთვის

ნახე უახლოესი და ყველაზე იაფი დამტენი, ერთი შეხებით გაიგე გზა და დატენე. ანგარიშის გარეშეც მუშაობს და უფასოა.

300+დამტენი
18ქსელი
3ენა
0 ₾უფასოა
Charji map

ოთხი ნაბიჯი

დამტენის პოვნა ისეთივე მარტივია, როგორც ტაქსის გამოძახება.

1

ნახე

აპი იხსნება რუკით და მაშინვე გაჩვენებს უახლოეს დამტენს, ფასით.

2

მიდი

„გზა“: Google Maps, Waze ან Apple Maps, შენი არჩევით.

3

დატენე

ერთი ღილაკით გახსნი ქსელის აპს და იქვე ჩართავ დატენვას.

4

წადი

რამე ვერ იმუშავა? ერთი შეხებით გვაცნობე და სხვებს დაეხმარები.

📍

უახლოესი დამტენი

გახსნისთანავე ჩანს, რამდენ კილომეტრშია და რა ღირს.

₾

ფასების შედარება

აირჩიე რამდენს დატენი და ნახე, რა დაგიჯდება თითოეულ ქსელში.

🚗

შენი მანქანა

მიუთითე შტეფსელი და მხოლოდ ის დამტენები გამოჩნდება, რომლებიც გერგება.

💬

AI ასისტენტი

ნებისმიერ გვერდზე ჰკითხე ფასზე, დამტენზე ან აპზე.

🌐

სამ ენაზე

ქართული, English, Русский.

🔒

შენი მონაცემები შენია

რეკლამა და თვალთვალი არ არის. ანგარიში არასავალდებულოა.

დამტენების ქსელებს

მეტი მძღოლი თქვენს დამტენებთან

  • თქვენი ყველა სადგური და ზუსტი ფასი ერთ აპში, ყველა ელექტრომობილის მძღოლის ხელში.
  • „დატენე თქვენი-ქსელის აპით“ ღილაკი მძღოლს პირდაპირ თქვენს აპში აგზავნის.
  • მძღოლების შეტყობინებები: გაფუჭებული დამტენი, სხვა ფასი, დაკავებული ადგილი.
  • მომავალში: ერთი ბალანსი და გამოწერა ყველა ქსელზე.
დაგვიკავშირდით

ხშირი კითხვები

უფასოა?

კი. აპი უფასოა და ანგარიშის გარეშეც მუშაობს.

Charji-ით გადახდა შეიძლება?

ჯერ არა. დატენვას ქსელის აპში ჩართავ და იქვე გადაიხდი. ერთი ბალანსი ყველა ქსელზე მომავალში იქნება.

ფასი არასწორია ან დამტენი აკლია?

დამტენის ბარათზე დააჭირე „დამტენს რამე სჭირს?“ ან მოგვწერე support.charji@gmail.com-ზე.

როგორ წავშალო ანგარიში?

აპში: პროფილი → „ანგარიშის წაშლა“. ყველაფერი მაშინვე იშლება.